Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალას აგენტი ტურინშია

პაულო დიბალას აგენტი, ჟორჟე ანტუნი რამდენიმე წუთის წინ ტურინში დაეშვა და იუვენტუსთან შეხვედრისთვის ემზადება, სადაც მხარეები ფეხბურთელის ახალ კონტრაქტს განიხილავენ.

La Joya გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იუვენტუსი მის გაყიდვას გეგმავდა, რაც ბიანკონერის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო.

26 წლის არგენტინელს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს, ტურინელებს კი მისი შენარჩუნება მინიმუმ 2025 წლამდე სურთ. ჯერჯერობით ახალი კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით არგენტინელი ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სეზონში დაახლოებით 11-15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.