Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას აგენტმა ტურინი დატოვა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსმა და დიბალამ ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება მიაღწიეს და ლა ჯოიას აგენტმა ჟორგე ანტუნმა ტურინში გატარებული ერთი თვის შემდეგ იტალია დატოვა და არგენტინაში დაბრუნდა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დიბალა იუვენტუსთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური გასამრჯელო ტურინულ გრანდში 8 მილიონი იქნება, რასაც ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება.

წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ დიბალამ იუვენტუსთან კონტრაქტი 17 ოქტომბრამდე, სანაკრებო პაუზის პერიოდში გააფორმოს.

დიბალას კონტრაქტში იქნება გარკვეული პუნქტები, რომლის შესრულების შემთხვევაში დიბალას გარანტირებული ხელფასი 9 მილიონამდე გაიზრდება და ბონუსის სახით ის 1 მილიონს მიიღებს.