Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას აგენტს ტურინში ელოდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, პაულო დიბალა იუვენტუსთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

ბიანკონერის ლა ჯოიასთან ახალი ხელშეკრულების პირობები უკვე დიდი ხანია შეთანხმებული აქვს, თუმცა ფინანსური პოლიციის გამოძიების დაწყებამ მათი გეგმები შეცვალა, თუმცა როგორც ჩანს ტურინელები მზად არიან არგენტინელ ფეხბურთელს ხელშკრულება გაუხანგრძლივონ.

Goal-ის ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, დიბალას აგენტი ტურინში დეკემბრის ბოლომდე ჩაფრინდება და იუვე ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ახალ წლამდე გააოფიციალურებს.