Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას აგენტს ტურინში ელოდებიან…

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პაულო დიბალას აგენტი ტურინში თვის ბოლოს ჩაფრინდება და მხარეებს შორის არგენტინელი ფორვარდის კონტრაქტზე მოლაპარაკებები განახლდება.

ლა ჯოიას მიმდინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ის სეზონში 7.5 მილიონს იღებს, მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ბიანკონერი ფეხბურთელს გაუმჯობესებულ კონტაქტს შესთავაზებს.

დიბალამ რამდენიმე კვირის წინ იუვენტუსისგან შეთავაზებულ 10-მილიონიან წინადადებაზე უარი თქვა, მაგრამ ალეგრის გუნდში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და არგენტინელი ამჯერად ანალოგიურ კონტრაქტზე თანხმობას განაცხადებს.

დიბალა იუვენტუსს 2015 წელს 40 მილიონის სანაცვლოდ, პალერმოდან შეუერთდა და 253 მატჩში 100 გოლის გატანა მოახერხა.