Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას აგენტს ტურინში რამდენიმე საათში ელოდებიან

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, პაულო დიბალას აგენტი ტურინში დღეს ჩაფრინდება, რომ იუვენტუსთან არგენტინელი ფორვარდის კონტრაქტზე მოლაპარაკებები განაახლოს.

ლა ჯოიას მიმდინარე ხელშეკრულება ტურინულ გრანდთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ორივე მხარეს მისი გახანგრძლივება სურს, თუმცა ამისთვის გარკვეული პერიოდის მოცდა კიდევ მოუწევთ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ლა ჯოიას აგნეტს 10 დღე სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს, რის შემდეგაც ის იუვენტუსის ხელმძღვანელობას შეხვდება და სავარაუდოდ უახლოეს კვირეებში ლა ჯოია ზებრებთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც აქტიური 2025 წლის ზაფხულამდე იქნება და ის გასამრჯელოს სახით წლიურად 10 მილიონს მიიღებს.