Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას აგენტს ტურინში სამშაბათს ელოდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, პაულო დიბალას აგენტი იუვენტუსს სამშაბათს ეწვევა და მხარეები ახალ, გრძელვადიან კონტრაქტზე დაიწყებენ მუშაობას.

ლა ჯოიას მიმდინარე ხელშეკრულება ბიანკონერისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და არც თუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შესახებ არაერთი წყარო იუწყებოდა, მაგრამ მაქს ალეგრის ტურინში დაბრუნებამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს დიბალასთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი 7.5 მილიონიდან 10 მილიონამდე გაიზრდება.