Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას გამოსამშვიდობებელი წერილი იუვენტუსს

იუვენტუსის ფორვარდი პაულო დიბალა, რომელიც ხვალ ბიანკონერის რიგებში ბოლო საშინაო მატჩს გამართავს, გუნდს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოემშვიდობა.

„გამოსამშვიდობებლად სწორი სიტყვების პოვნა მარტივი არ არის, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი წელი და ემოცია გვაკავშირებს.

„მე მეგონა, რომ ჩვენ ერთად კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში დავრჩებოდით, მაგრამ ბედმა ჩვენი გზების გაყოფა გადაწყვიტა.

„მე არასოდეს დავივიწყებ იმ ყველაფერს, რაც ჩვენ თითოეული მატჩის, თითოეული გოლის დროს გავიარეთ. თქვენთან ერთად, მე გავიზარდე, ვისწავლე, ვიცხოვრე და ვიოცნებე. ეს იყო 7 მაგიური სეზონი, 12 ტიტული და 115 გოლი, რომლებსაც ჩვენ ვერავინ წაგვართმევს, ვერასოდეს.

„მადლობა, რომ რთულ მომენტებში თქვენ მე ზურგს მიმაგრებდით. მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა, პირველი დღიდან მოყოლებული, ბოლო წამამდე, ქომაგებიდან დაწყებული, იმ ადამიანებით დასრულებული, რომლებიც ყოველდღიურად აქ მუშაობენ, მწვრთნელები, თანაგუნდელები, თანამშრომლები და მენეჯერები.

„ამ უმნიშვნელოვანესი მაისურის მორგება და კაპიტნის სამკლაურით თამაში ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი დიდი სიამაყეა, რომლებსაც იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვანახებ.

„ხვალ ამ მაისურით ჩემი ბოლო მატჩი იქნება, რაც რთული წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენ გამომშვიდობება მოგვიწევს. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ მე მოედანს ღიმილით და თავაწეული დავტოვებ, რადგან ვიცი, რომ მე თქვენთვის ყველაფერი გავაკეთე.“