დიბალას დარჩენა ალეგრის უპირველესი მოთხოვნაა
იუვენტუსის ახალი მწვრთნელის მაქს ალეგრის მთავარი მოთხოვნა პაულო დიბალას გუნდში დარჩენა იყო და ბიანკონერი არგენტინელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში განაახლებს.
გასული სეზონის მსვლელობისას დიბალამ ტრავმების და ფორმის ნაკლებობის გამო არც თუ ისე ბევრი თამაში ჩაატარა და მისი ტურინიდან წასვლის შესახებ ბევრი იწერებოდა.
ლა ჯოიას მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და წარუმატებელი სეზონის გამო იუვენტუსი მის გაყიდვას სერიოზულად განიხილავდა, თუმცა ალეგრის მისვლის შემდეგ სიტუაცაი რადიკალურად შეიცვალა და უახლოეს პერიოდში, როდესაც დიბალა შვებულებიდან დაბრუნდება, მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები განახლდება.