Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას და მორატას დაბრუნების სავარაუდო თარიღები ცნობილია

როგორც უკვე მოგახსენეთ, დიბალამ და მორატამ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება გაიარეს და მათი მოედანზე სავარაუდო დაბრუნების თარიღები ცნობილია.

ორივე მათგანმა დაზიანება სამპდორიასთან მატჩში მიიღეს და უკვე ცნობილი იყო, რომ ვერც ერთი მათგანი გუნდს ჩელსისთან და ტორინოსთან ვერ დაეხამრებიან

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, საბედნიეროდ პაულო დიბალას ტრავმა ისეთი სერიოზული არ არის, როგორც ამას თავიდან ვარაუდობდნენ და ლა ჯოია მოედანს სავარაუდოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს რომას წინააღმდეგ დაუბრუნდება.

მორატას რაც შეეხება, მისი მდგომარეობა უფრო რთულად არის და ესპანელი ფორვარდი მოედანს სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდება.