Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას იუვენტუსში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი დიბალას კონტრაქტის ახალ პიროვებს შესთავაზებს, რამაც შესაძლოა სეზონის ბოლოს არგენტინელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა გამოიწვიოს.

იუვენტუსი და დიბალა ახალ კონტრაქტზე უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და მხარეები შეთანხმებულებიც კი იყვნენ. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ბიანკონერის ათიანი გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩებოდა და მისი წლიური გასამრჯელო სეზონში 10 მილიონი იქნებოდა.

თუმცა, არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, იუვენტუსი ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობის გამო უკმაყოფილოა და ხელშეკრულების შეცვლა უნდა. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინელები არგენტინელ ფეხბურთელს ამჯერად 3-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს და არ არის გამორიცხული, რომ ხელფასის საკითხიც გადაიხედოს…