Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ გადაიდო…

უკვე რამდენიმე კვირაა, იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ იუვენტუსი და პაულო დიბალა ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებულები არიან და მხარეებს შორის ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება, მაგრამ ოფიციალური განცხადება გუნდის მხრიდან კვლავ არ ჩანს.

ლა ჯოიას აგენტი ჟორჟე ანტუნი რამდენიმე დღის წინ ტურინში ჩაფრინდა და ყველა ვარაუდობდა, რომ დიბალა კონტრაქტს ამჯერად აუცილებლად გააფორმებდა, თუმცა როგორც ჩანს იუვენტუსის ქომაგებს მოცდა მოუწევთ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავის აგენტმა ტურინი დატოვა და არგენტინაში დაბრუნდა, ამიტომ ახალი კონტრაქტის გაფორმება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ დიბალას მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება და მომდევნო წლიდან მას პრე-კონტრაქტის გაფორმება სხვა ნებისმიერ გუნდთანაც შეუძლია.