Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალას სატრანსფერო საგა გრძელდება…

90min.com-ის ინფორმაციით, იუვენტუსის არგენტინელი ფეხბურთელის, პაულო დიბალას აგენტი თავისი კლიენტისთვის ახალ კლუბს ეძებს და ლა ჯოიას სამსახური 6 პრემიერ ლიგის გუნდს შესთავაზა.

გასული სეზონის MVP ფორმის დაბრუნებას ვერ ახერხებს და სასტარტო შემადგენლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება, ტორინოსთან მატჩი კი მისი კიდევ ერთი უსახური თამაში გამოდგა.

გამოცემის ინფორმაციით, დიბალას იუვენტუსი კვლავ უყვარს და სურს, რომ გუნდში დარჩეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება, დიბალა კი დამაჯერებელი თამაშის ჩვენებას ვერ ახერხებს, მისი გუნდიდან წასვლის შანსებიც იზრდება და აგენტს სურს, რომ თუ იუვენტუსმა ლა ჯოიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, ლა ჯოიამ ახალი გუნდი სწრაფად იპოვნოს.

წყაროს ინფორმაციით, აგენტმა ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედს, ლივერპულს, ჩელსის, ტოტენჰემს, მანჩესტერ სიტის და არსენალს შესთავაზა, თუმცა გამოკვეთილი ფავორიტები ტოტენჰემი და მანჩესტერი არიან, რომლებიც დიბალას გაფორმებას უკვე არაერთი წელია ცდილობენ.