Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას ტურინული მომავალი ჩემპიონთა ლიგაზეა დაკავშირებული

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო დიბალას იუვენტუსში დარჩენის საკითხი გუნდის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზეა დამოკიდებული.

27 წლის ფეხბურთელმა, რომლის ხელშეკრულებაც იუვენტუსთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, მიმდინარე სეზონში ტრავმების, კორონა ვირუსის და ცუდი ფორმის გამო ფაქტობრივად ჩააგდო, მაგრამ ამის მიუხედავად დიბალა ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის მნიშნელოვნად მომატებას ითხოვს, რაზეც ბიანკონერი ჯერჯერობით უარს ამბობს.

წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს, გუნდი ფინანსების დასაბალანსებლად არგენტინელ ფეხბურთელს გაასხვისებს.