Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალას ჩელსიში ტრანსფერი რეალური ხდება ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები პაულო დიბალასა და იუვენტუსს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება და ჩელსი მზად არის, ლა ჯოიას სანაცვლოდ იუვეს კონკრეტული წინადადებით მიმართოს.

არგენტინელის ფეხბურთელის კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ივნისში იწურება და მას ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ სეზონში 10 მილიონი ევროს მიღება სურს, რის გადახდასაც იუვეს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ აპირებს, ჩელსი კი მზად არის, რომ დიბალას მოთხოვნები დააკმაყოფილოს და იუვენტუსს მის სანაცვლოდ 80-100 მილიონი ევრო შესთავაზოს.