Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას წასვლის შემთხვევაში, იუვე გრიზმანის დამატებას ეცდება

პაულო დიბალა ტურინში 11 ივლისს დაბრუნდება და იუვენტუსის წარმოამდგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება, დარჩება თუ არა ის გუნდში.

მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ, დიბალას სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და არაერთი წყარო ირწმუნება, რომ პაულოს ტურინში დარჩენა სურს, მაგრამ მხარეებს ახალ კონტრაქტზე შეთანხმებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევიათ და იქიდან გამომდინარე, რომ ლა ჯოიას მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება, მისი ტურინიდან წასვლა კვალვ შესაძლებეია.

ესპანური სპორტული არხის TV3-ის მტკიცებით, თუ ლა ჯოია იუვენტუსს დატოვებს, ბიანკონერი არგენტინელი ფორვარდის შეცვლას ანტუან გრიზმანით ეცდება, რომელიც ბლაუგრანას რიგებიდან წამსვლელთა რიგებში შედის.