Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალა ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს

იუვენტუსი და დიბალა შეთანხმებასთან ახლოს არიან და ახალი კონტრაქტის მიხედვით ლა ჯოია ბებერი ქალბატონის ღირსებას 2025 წლის ივნისამდე დაიცავს და მისი ანაზღაურება დაახლოებით 10 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

26 წლის არგენტინელი,რომელიც სერია ა-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა,ახალ კონტრაქტს დიდი ალბათობით მიმდინარე კვირის ბოლოს გააფორმებს.

დიბალამ მიმდინარე სეზონში იუვენტუსის მაისური 45-ჯერ მოირგო,17 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.სამწუხაროდ,ლა ჯოია ტრავმირებულია და ჩემპიონთა ლიგაზე მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

Leave a Reply

Your email address will not be published.