Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალა გუნდის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა…

პაულო დიბალა თავის მომავალზე სერიოზულად დაფიქრდა. ლა ჯოია უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ზედიზედ მეორე სეზონი გუნდი მის გაყიდვას განიხილავს.

ლა ჯოია გასული სეზონის MVP გახდა, თუმცა მის წასვლაზე ხმები მაინც არ წყდება. ანდრეა პირლოს გუნდში მისვლის შემდეგ, შემადგნელობაში დიდი ცვლილებები იგეგმება და არგენტინელი ფეხბურთელის წასვლა გამორიცხული არ არის.

იუვენტუსი შემადგენლობის გასაძლიერებლად ფინანსებს ეძებს და თუ ლა ჯოიას სანაცვლოდ რომელიმე გუნდი 120-140 მილიონიან წინადადებას გააკეთებს, ბებერი ქალბატონი მის გაყიდვაზე აუცილებლად დაფიქრდება…

Tuttosport-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი ამ ფაქტით უკმაყოფილოა და იმედი აქვს, რომ გუნდის ხელმძღვანელობა მის მომავალზე მოკლე დროში ჩამოყალიბდება.

იუვენტუსს დიბალასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, თუმცა ლა ჯოიამ ხელფასის გაორმაგება და სეზონში 14 მილიონი მოინდომა, რისი გადახდაც იუვენტუსს არ სურს და თუ არგენტინელი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, მისი გაყიდვა უფრო რეალური გახდება.

დიბალა იუვენტუსს პალერმოდან 2015 წელს შეუერთდა. მას შემდეგ ლა ჯოიამ გუნდის მაისური 228-ჯერ მოირგო და 95 გოლი გაიტანა. მან იუვესთან ერთად 5 სკუდეტო და 3 Coppa Italia მოიგო.

Leave a Reply

Your email address will not be published.