Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალა გუნდს მომავალ კვირას შეუერთდება

იუვენტუსმა გუშინ წინა-სასეზონო მოსამზადებელი ვარჯიშები დაიწყო, თუმცა გუნდთან ერთად პაულო დიბალა არ ყოფილა.

არგენტინელი ფეხბურთელის არ ყოფნამ მედიაში სხვადასხვა ჭორები დაბადა, ზოგი ამტკიცებდა, რომ დიბალას კორონა ვირუსი ჰქონდა, ზოგიც კი მის არ ყოფნას დიბალას გუნდიდან შესაძლო წასვლას უკავშირებდა.

სინამდვილეში, ლა ჯოია ლიონთან მიღებულ ტრავმას იშუშებს. 26 წლის არგენტინელი იბიცაზე იმყოფება და გუნდს 6-7 დღეში შეუერთდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.