Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა და იუვენტუსი მომდევნ კვირას შეხვდებიან

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ქომაგის რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი და პაულო დიბალა ერთმანეთს მომდევნო კვირას შეხვდებიან და ახალ კონტრაქტზე ისაუბრენენ.

არგენტინელის ხელშეკრულება ბიანკონერისთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და რამდენიმე თვის წინ ინტენსიურად იწერებოდა, რომ ლა ჯოია ტურინს დატოვებდა, რადგან მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებოდნენ.

თუმცა, წყაროს ინფორმაციით, მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მაქსს თავისი გუნდის აწყობა დიბალას გარშემო სურს და ლა ჯოიას დარჩენა მისი დაბრუნების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.