დიბალა და იუვენტუსი შეთანხმებასთან ახლოს არიან
იუვენტუსი დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, მხარეები დამღლელი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებასთან ახლოს არიან.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩი და დიბალას აგენტი ახალი ხელშეკრულების ბოლო დეტალებს ათანხმებენ და ლა ჯოია ბიანკონერისთან ახალ კონტრაქტს ხელს სულ მალე მოაწერს.
წყაროს ინფორმაციით, 26 წლის არგენტინელის ხელფასი ახალ ხელშეკრულებაშიც 7 მილიონი დარჩება, თუმცა სხვადასხვა ბონუსების სახით ამ თანხას კიდევ 3 მილიონი დაემატება. იუვენტუსის 10 ტურინში 2025 წლის ივნისამდე დარჩება.