Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა და მორატა სამედიცინო შემოწმებას გადიან

სამპდორიასთან გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ დაადასტურა, რომ პაულო დიბალა და ალვარო მორატა, რომლებსაც მოედნის დატოვება ტრავმების გამო მოუწიათ, ჩელსისთან და ტორინოსთან მატჩებში იუვენტუსს ვერ დაეხმარებიან.

ორივე მათგანი ცოტა ხნის წინ J Medical-ში მივიდნენ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის მოახერხებენ ისინი მოედანზე დაბრუნებას.

იტალიური წყაროების ცნობით, დიბალას ტრავმა მორატასთან შედარებით სერიოზულია და ლა ჯოია ალეგრის განკარგულებაში მინიმუმ 1 თვე ვერ დაბრუნდება.