Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა დე ლიხტის მსგავს ხელფასს ითხოვს

იუვენტუსი და პაულო დიბალა ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა ჯერჯერობით ფინანსურ მხარეზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ დე ლიხტის მსგავსი ხელფასის – სეზონში 12 მილიონი ევროს მიღება სურს, იუვენტუსი კი ამ მომენტისთვის ბონუსების ჩათვლით 9 მილიონ ევროს სთავაზობს.

წყაროს ცნობით, თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს სურს და უახლოეს დღეებში იუვენტუსსა და ფეხბურთელის აგენტს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, მაგრამ ტურინელებს აჩქარება მოუწევთ, რადგან ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და ზამთრიდან მოყოლებული, მასთან მოლაპარაკებების წამოწყება ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს იუვენტუსის თანხმობის გარეშე შეეძლება.