Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალა:“ ერთად, მეათე სკუდეტოსკენ“

იუვენტუსის არგენტინელმა შემტევმა და სერია ა-ს გასული სეზონის MVP-მ Forbes-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გასული სეზონი ყველასთვის ძალიან გრძელი და დამღლელი გამოდგა. ჩვენთვის სირთულეები ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, როდესაც ახალი მწვრთნელი მოვიდა. შემდეგ პანდემიის პერიოდი დადგა და ვირუსთან ბრძოლა მეც მომიწია, თუმცა საბედნიეროდ სკუდეტოს მოპოვება მაინც მოვახერხეთ.

„პირლო? ის მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, როდესაც მე იუვეში მოვედი (2015 წელს), ის უკვე გუნდიდან წასული იყო და ერთად თამაში არ მოგვიწია. მე ყოველთვის ვვოცნებობდი, რომ მასთან თამაშის საშალება მქონოდა. საბედნიეროდ ერთ გუნდში ყოფნა მაინც მოგვიწია, თუმცა ის მწვრთნელის ამპლუაშია, მე კი ფეხბურთელის.

„პირლო და მისი სტაფი ძალიან მოტივირებულია და ეს მიდგომა ჩვენზე, ფეხბურთელებზეც გადმოდის. გუნდში ბევრი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც პირლოს უკვე დიდი ხანია იცნობს, რაც კომუნიკაციაში ძალიან გვეხმარება, თუმცა ის ჯერ ახალი მწვრთნელია და გარკვეული სირთულეების გადალახვა მაინც მოგვიწევს, რომ ფეხბურთის მისეულ ხედვას ჩავწვდეთ.

„მაკკენი? ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით, რომ ადაპტაციის პერიოდი გაიაროს და თავისი ფორმის პიკს მიაღწიოს. ის არის პირველი ამერიკელი, რომელმაც იუვენტუსის ფორმა მოირგო და ეს ფაქტი მასზე ზეწოლას უფრო ზრდის. მაკკენი ძალიან სწრაფი, ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელსაც დაკარგული ბურთების დაბრუნება შესანიშნავად გამოსდის და დარწმუნებული ვარ, რომ ის იუვენტუსს ძალიან გამოადგება.

„ჩვენ წინ ძალიან რთული მისია გველოდება. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებასთან ერთად, გუნდმა ზედიზედ მეათე სკუდეტოს მოპოვება უნდა მოახერხოს, რაც გუნდის და ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, თუმცა ამის გასაკეთებლად თითოეულ ჩვენგანს მაქსიმუმის გაცემა მოგვიწევს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.