Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა

რომას ფეხბურთელი პაულო დიბალა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

„ხვალ ჩემთვის ძალიან ემოციური მატჩი იქნება. დაბრუნება ქალაქში, სადაც უამრავი მეგობარი მყავს და თამაში იმ სტადიონზე, რომელიც 7 წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო და რომელზეც ქომაგებთან ერთად უამრავი ტიტული გავიზიარე, რომელთანაც არაერთი გამორჩეული მოგონება მაკავშირებს, მარტივი არ იქნება.

„მაგრამ, ახლა მე იგივეს რომას მაისურით გავაკეთებ, მე ვეცდები, რომ ამ ფერებისთვის და მისი ქომაგების გასახარებლად ყველაფერი გავაკეთო, შესანიშნავი და ვნებიანი ტიფოზები, რომლებიც მე შესანიშნავად დამხვდნენ და თავი ისე მაგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდებული შოუ იქნება და მე გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, DAJE ROMA!”