Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა იუვენტუსისგან გარანტიებს ითხოვს

პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მომდევნო სეზონამდე იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება. არგენტინელი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება ბიანკონერისთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან, პაულომ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა იუვე დატოვოს.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, დიბალა როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ გარანტიებს ითხოვს. დიბალა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ანაზღაურების სახით 10 მილიონს და ბონუსებს ითხოვს, ამასთან ერთად კი მას უნდა გარანტიების მიღება, რომ მომდევნო სეზონიდან უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

27 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტრავმების და ფორმის არქონის გამო არც თუ ისე ბევრი სათაამშო დრო მიიღო, რის გამოც მან არგენტინის ნაკრებში ადგილი დაკარგა და კოპა ამერიკაზე არ იასპარეზებს.