Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა იუვენტუსის წინადადებას დათანხმდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და პაულო დიბალას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ლა ჯოიას მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები გასული სეზონის მსვლელობისას ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებოდნენ, რადგან დიბალა სეზონში 10 მილიონზე მეტს ითხოვდა, თუმცა ალეგრის გუნდში მისვლამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

Tuttosport-ის ცნობით, ალეგრი და კერუბინი დიბალას გასული დღეების განმავლობაში არაერთხელ ესაუბრნენ და არგენტინელი ფეხბურთელის დარწმუნება მოახერხეს, რომ ის იუვეს პროექტის მთავარი ფიგურა იქნება, პაულომ კი თავის მხრივ ტურინელების შეთავაზებულ ხელფასზე თანხმობა განაცხადა და კონტრაქტს შვებულების დასრულებისთანავე გააფორმებს.