Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალა იუვენტუსს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ბოლო პერიოდში პაულო დიბალას იუვენტუსიდან წასვლა კვლავ აქტუალური საკითხი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ლა ჯოია სერია ა-ს სეზონის MVP გახდა და გუნდს ტიტულის დაცვაში დაეხმარა, მისი მომავალი ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია.

არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა ანდრეა პირლოს გუნდში მისვლის შემდეგ მის შესაძლო წასვლაზე ხმები არ წყდება.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, დიბალა იუვენტუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ის გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

ლა ჯოიას ამჟამინდელი კონტრაქტი 2 წელიწადში იწურება და იუვენტუსის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ მომავალი წლის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელის იაფად გაყიდვა მოუწიოს იმის გამო, რომ მას გუნდთან ერთი წელი ექნება დარჩენილი.

ანდრეა ანიელის დიბალას გუნდიდან გაშვება არ უნდა, თუმცა თუ ლა ჯოია ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, გუნდი მას დაახლოებით 100 მილიონ ევროდ გაასხვისებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.