Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალა:“ იუვე მიყვარს და წასვლას არ ვაპირებ”

პაულო დიბალამ ჯენოას წინააღმდეგ სეზონში სადებიუტო გოლი გაიტანა, რაც არგენტინელისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მატჩის შემდეგ, რომელიც იუვეს გამარჯვებით 3 – 1 დასრულდა, ლა ჯოიამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„გოლი შემტევებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს ჩვენ თავდაჯერებულობას გვმატებს და მე გოლი ძალიან მჭირდებოდა.

„ბოლო პერიოდში თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი, მე ჩემს თავს არ ვგავდი და რაც დრო გადიოდა, სიტუაცია უფრო რთულდებოდა.

„იმედი მაქვს, რომ გოლის შემდეგ ჩემი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე დაბრუნდება და მომავალ შეხვედრებში გუნდის დახმარებას შევძლებ.

„წინა სეზონი შესანიშნავად ჩავატარე, ახლა კი სრულიად საპირისპირო პერიოდი მაქვს. მე ვუყურებდი, რომ ძალიან ბევრი რამ იცვლებოდა და უამრავ რამეზე ვფიქრობდი. შესაძლოა, რომ სწორედ ეს იყო ჩემი პრობლემა. იდეალურად არც დღეს მითამაშია, მაგრამ გოლი აუცილებლად დამეხმარება.“

გოლის შემდეგ, დიბალა პირლოსთან მივიდა და ჩაეხუტა.

„მწვრთნელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. მას საუბარი დიდად არ უყვარს და ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩვენ დიალოგი გვაქვს.“

იუვეს დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის სეზონში 15 მილიონს ითოვს.

„ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ ითქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი აგენტი ტურინში ძალიან დიდი ხანი იყო და მასსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა ვერ მოხერხდა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმ ცრუ ინფორმაციით, რაც მედიაში ვრცელდება, რადგან ის ციფრები, რომლებსაც გარკვეული გამოცემები წერენ, იუვეს გულშემატკივრებს ჩემს წინააღმდეგ განაწყობს, არადა მე იუვენტუსი მთელი გულით მიყვარს.

„ჩემი მომავალი ? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იუვენტუსი ძალიან მიყვარს და აქ დარჩენა მსურს. გულშემატკივრებთან და ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ვინც მე მიცნობს იცის, რომ მე გუნდის ერთგული ვარ!“