Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა კვლავ ტრავმირებულია…

არგენტინული მედიის ინფორმაციით, პაულო დიბალა ტურინში დროზე ადრე დაბრუნდება, რადგან მან ურუგვაისთან მატჩის დროს გარკვეული დაზიანება მიიღო და უცნობია, მოახერხებს თუ არა ის სერია ა-ს მომდევნო ტურში გუნდის დახმარებას.

დიბალამ ურუგვაისთან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო, მაგრამ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მან კუნთის დისკომფორტი იგრძნო და მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოსულა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმეა მისი დაზიანება, თუმცა სავარაუდოდ ის არგენტინაში აღარ დარჩება და ტურინში დაბრუნდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უფრო ზუსტად გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არა სერია ა-ს მომდევნო ტურში, ლაციოს წინააღმდეგ თამაშს.