Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალა:“ კორონა ვირუსის უარმყოფელები იმ ხალხს გვანან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დედამიწა ბრტყელია“

იუვენტუსის ვარსკვლავმა, რომელსაც კორონა ვირუსთან ბრძოლა მარტში მოუწია, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კორონა ვირუსი არ არსებობს. ისინი იმათ გვანან, ვინც იძახის, რომ დედამიწა ბრტყელია, მეტს ამ საკითხზე არ ვისაუბრებ.“

დიბალა ცნობილია თავისი მაისურების კოლექციით.

„მე ასობით მაისური მაქვს. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა ფეხბურთელების არის, რომლებიც მატჩის შემდეგ გავცვალეთ, ზოგი საჩუქარია ჩემი თანაგუნდელებისგან, რომლებიც სხვადასხვა ნაკრებში თამაშობენ, ხანდახან კი მე თავად ვყიდულობ.

„ერთხელ აუქციონზე დელ პიეროს და მარადონას მაისურების ყიდვა მინდოდა, თუმცა ვიღაცამ ჩემზე მეტის გადახდა ისურვა.“

დიბალამ თავის მეგობარ გოგონაზე, ორინა საბატინიზეც ისაუბრა, არგენტინელ მომღერალზე და მსახიობზე.

„მისი დამსახურებით, მე ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, ის მე ბევრ რამეში მეხმარება. ვიქორწინებთ თუ არა ? ვნახოთ…“