Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალა ლივერპულსაც მოუნდა

Calciomercato-ს ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰი ლივერპულში ბედნიერი არ არის და გუნდიდან წასვლა სურს, ინგლისური გუნდი კი მის იდეალურ შემცვლელად პაულო დიბალას მიიჩნევენ.

ეგვიპტელი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია და ბოლო პერიოდში ლივერპულს არაერთი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ასეთი ლივერპულის შემადგენლობაში თამაშს ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა, თუმცა გამოცემის მტკიცებით ეს სალაჰს არ ეხება.

დიბალას კონტრაქტის გარშემო გაურკვევლობა გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ლა ჯოიამ ბიანკონერის შემადგენლობა ზაფხულში დატოვოს.

არგენტინელის კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ივნისში იწურება და იუვენტუსმა მას ახალი ხელშეკრულება, სეზონში კი ანაზღაურების სახით 10 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც დიბალას ეცოტავა და ანიელისგან ახალ წინადადებას ელოდება, რომლის გაკეთებასაც გუნდის პრეზიდენტი არ აპირებს…