Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა მილანის წინადადების მოლოდინშია…

პაულო დიბალას მომავალთან დაკავშირებით იტალიურ მედიაში საუბრები არ წყდება და რამდენიმე მათგანის მტკიცებით, ლა ხოიას იმედი აქვს, რომ ის წინადადებას მილანისგანაც მიიღებს.

PianetaMilan-ის მტკიცებით, ინტერმა არგენტინელს 3-წლიანი კონტრაქტი, წლიური გასამრჯელოს სახით კი 6 მილიონი და ბონუსები უკვე შესთავაზა, თუმცა დიბალას, რომლის პრიორიტეტი იტალიაში დარჩენაა, იუვენტუსის ქომაგებთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს, ამიტომ თუ ის შეთავაზებას მილანისგანაც მიიღებს, მისი არჩევანი სწორედ როსონერი იქნება.

წყაროს ცნობით, მილანი დიბალას სიტუაციას მართლაც ყურადღებით აკვირდება და თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, რომელიც მილანში წლიურად დაახლოებით 7 მილიონს გამოიმუშავებს, როსონერის ხელმძღვანელობას მისი გაფორმების ფინანსებიც ექნება…