დიბალა:“ მოურინიო დიდებული ადამიანია, რომამ შესანიშნავი დახვედრა მომიწყო…“
რომას არგენტინელმა ფორვარდმა პაულო დიბალამ SoccerBible-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„დახვედრა რომში ? ეს წარმოუდგენელი, დაუვიწყარი შეგრძნება იყო, რომელიც მე არასოდეს დამავიწყდება. წარდგენა ქალაქში და ჩემი სახელის სკანდირება ოლიმპიკოზე, როგორ მღერიან ტიფოზები, ეს წარმოუდგენელი შოუ იყო.
„მე ვიცოდი, თუ რამდენად ვნებიანი ქომაგები ჰყავს რომას, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ დახვედრას არ მოველოდი. მე პირველივე წუთიდან თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში და იმედი მაქვს, რომ მათ ამ სიყვარულს ჩემი კარგი თამაშით დავუბრუნებ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, აქ ვხედავ მონდომებულ მწვრთნელს, ფეხბურთელებს და გუნდის ხელმძღვანელობას, რომლებიც ამბიციური პროექტის წარმატებაზე დაუღალავად მუშაობენ.
„მოურინიო ? ის იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მე რომას წინადადებას დავთანხმდი. მისმა იდეებმა, ამბიციებმა და გეგმებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენი ხედვა და ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა და მის გვერდით მუშაობა დიდი სიამოვნებაა, ის დიდებული ადამიანია.“