Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა ტრავმირებულია…

იუვენტუსმა სეზონისთვის მზადება სულ ახლახანს დაიწყო, თუმცა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა პაულო დიბალამ ტრავმის მიღება უვკე მოასწრო.

Goal-ის ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ლა ჯოიას დაზიანება სერიოზული არ არის და მას უბრალოდ კუნთის გადაღლილობა აქვს, ამიტომ უახლოეს დღეებში ვარჯიშს ინდივიდუალურად გააგრძელებს და შაბათს ჩანიშნულ ამხანაგურ მატჩში ჩეზენას წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს.

დიბალას საქმეში სავარაუდოდ 31 აგვისტოს, ბერლუსკონის მონცასთან ჩანიშნულ ამხანაგურ მატჩში ვიხილავთ.