Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა ტურინში კვირას დაბრუნდება

იტალიური მედიის ცნობით, პაულო დიბალა ტურინში კვირას დაბრუნდება, რის შემდეგაც ის და მისი აგენტი ბიანკონერის წარმომადგენლებს შეხვდებიან და ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებენ.

არც თუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, ლა ჯოიას გუნდიდან წასვლის შესახებ იტალიურ მედიაში ინტენსიურად იწერებოდა და ამ ცნობებს ის ფაქტიც ამყარებდა, რომ მისი მიმდინარე ხელშეკრულება ბიანკონერისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ მაქს ალეგრის გუნდში დაბრუნებამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვე დიბალას 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 10 მილიონი ევრო იქნება.