Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალა უეფას:“ შეიძლება დუბლი ჩამითვალოთ ?“

გუშინ პაულო დიბალამ ფერენცვაროშს გაუტანა და გახდა იუვენტუსის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ტურინელთა რიგებში ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 გათამაშებაში გოლის გატანა მოახერხა.

ამის შესახებ UEFA-მ თავის ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა, რაზეც დიბალამ ასეთი რამ დააკომენტარა:“ ამის აღსანიშნავად, შეიძლება დუბლი ჩამითვალოთ ?“

საქმე იმაში გახლავთ, რომ დიბალა მე-2 გოლის გატანასთანაც იყო ახლოს, თუმცა ლაშა დვალმა დიბალას დარტყმულის შემდეგ საკუთარი გუნდის აკრობატულ ნახტომში გადარჩენა სცადა, თუმცა უშედეგოდ და მას ავტო-გოლი ჩაეთვალა.