Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა:“ ჩემი კონტრაქტის საკითხი იუვესთან მოიცდის…“

იუვენტუსის არგენტინელმა ფორვარდმა პაულო დიბალამ ჯენოასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. კუადრადოს გოლმა გუნდი ცოტა დაამშვიდა, მაგრამ თამაში უფრო ადრე უნდა მოგვეკლა, რადგან ამის უამრავი შანსი გვქონდა.

„კუადრადოს გოლი ? მან მითხრა, რომ ის ჩაწოდებას ცდილობდა და ეს შემთხვევითობა იყო.

„ჩემი კონტრაქტი ? ვფიქრობ, რომ ახლა გუნდს უფრო დიდი საზრუნავი საკითხები აქვს, ამიტომ ჩემი კონტრაქტი მოიცდი.“