Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა:“ ჩვენ ვიცოდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა“

პაულო დიბალამ მალმოსთან მატჩის შემდეგ, რომელიც იუვენტუსის გამარჯვებით 3 – 0 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ სერია ა-ში სტარტი არც თუ ისე სახარბიელო გამოგვივიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა დონეა, სადაც შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს და ჩვენ ვიცოდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.

„დღეს იუვენტუსმა გუნდური თამაში აჩვენა, ჩვენ დავალებები მშვიდად შევასრულეთ და ძალიან საჭირო ქულები მოვიპოვეთ.“

დიბალამ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2020 წლის ნოემბერში გაიტანა.

„მე ეს სტატისტიკა არც კი ვიცოდი. გოლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ფეხბურთელს თავდაჯერებულობას მატებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„კონტრაქტი ? მე იუვენტუსისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ყველას ერთი სურვილი გვაქვს და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება.“