Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიბალა 20 მილიონს ითხოვს…

მოგეხსენებათ, იუვენტუსი და დიბალა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ და ლა ჯოიას სეზონში ხელფასის სახით 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

2018/19 წლების არც თუ ისე წარმატებულად ჩატარების შემდეგ, ლა ჯოიამ მიმდინარე წელს თავისი შესანიშნავი თამაშით ყველა კიდევ ერთხელ გააოცა და სერია ა-ს MVP გახდა. არგენტინელმა 46 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, დიბალამ მისი შესანიშნავი თამაშის სანაცვლოდ ხელფასის თითქმის გასამმაგება მოითხოვა. ახლა ის იუვენტუსში 8 მილიონ ევროს იღებს.

გამოცემის მტკიცებით, იუვენტუსი დიბალას მხოლოდ მოთხოვნილ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაუხდის, თუ გუნდს ყველაზე მაღალანაძღაურებადი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ დატოვებს. პორტუგალიელი ვარსკვლავი სეზონში 31 მილიონ ევროს იღებს…

ცნობისთვის, იუვენტუსის ახალი ბოსი, ანდრეა პირლო წლიური ანაზღაურების სახით 1.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს…

Leave a Reply

Your email address will not be published.