Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიდა:“ იტალია ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია“

MILAN, ITALY - APRIL 14: Dida of AC Milan is seen during the Serie A match between AC Milan and Inter Milan at the Stadio Giuseppe Meazza on April 14, 2006 in Milan, Italy. (Photo by Etsuo Hara/Getty Images)

მილანის ლეგენდარულმა კარის დარაჯმა დიდამ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ასპარეზობა შეაფასა.

„იტალიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ, რომ დარჩენილ გუნდებს შორის ისინი ფავორიტები არიან.

„მათ მთელს ტურნირზე ყველაზე ძლიერი და დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, გუნდში არსებული შესანიშნავი ატმოსფერო კი ტელევიზორებიდანაც კი ნათლად ჩანს. აძურის აქვს ქომაგების უდიდესი მხარდაჭერა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„იტალიას ესპანეთის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს და ეს რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ის თავდაჯერებულობა, რომელიც გუნდმა გასულ მატჩებში შეიძინა, ესპანეთთან ძალიან გამოადგება.“