Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიდა:“ მენიოს მომატება კიდევ შეუძლია, დე კეტლარს დრო სჭირდება…“

მილანის ლეგენდარულმა კიპერმა და მეკარეების ყოფილმა მწვრთნელმა ნელსონ დიდამ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მენიო ? ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, თუ რამხელა პოტენციალი ჰქონდა მას, თუმცა მაიკის ასეთ პროგრესს, ასეთ მოკლე დროში არავინ ელოდებოდა. იმედი მაქვს, რომ ის განვითარებას გააგრძელებს და მილანთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს.

„დერბიში მან თავისი ფასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სიმართლე რომ გითხრათ, მისი სეივების გარეშე, როსონერის სკუდეტოს მოპოვება გაუჭირდებოდა.

„მილანი ? როსონერის ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. თუ გუნდი თავისი ტალანტის და პოტენციალის სრულად გამოყენებას მოახერხებს, მათ როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობის კარგი შანსი ექნებათ.

„დე კეტლარის შედარება კაკასთან ? ეს ჯერ ძალიან ადრეა, ის იტალიაში სულ ახალხანს გადაბარგდა, ჩვენ შარლს დრო უნდა მივცეთ, რომ ადაპტაცია გაიაროს და პიოლის სქემას მოერგოს. ფაქტია, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა დიდი მოლოდინების გამართლებას.“