Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიდა:“ ჯიჯოს მილანში დარჩენა ვუსურვე, რადგან როსონერი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“

მილანის ლეგენდარულმა კარის დარაჯმა დიდამ დონარუმას როსონერიდან წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„მე ჯიჯო დონარუმას დარჩენა ვურჩიე, რადგან მსოფლიოში მილანზე დიდი გუნდი არ არსებობს და მას შეეძლო, რომ კლუბის ლეგენდა გამხდარიყო.

„ჯიჯოს შესანიშნავი მაჩვენებელი აქვს და სამწუხაროა, რომ ასეთი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი თავის საყვარელ გუნდს ტოვებს, თუმცა საკუთრ მომავალზე გადაწყვეტილებას თითოეული ფეხბურთელი თავად იღებს.“