‘დიდი ჯახები’ სერია ა-ში
მომავალი სეზონი 4 გამორჩეული თამაშით იწყება. ატალანტა 20 სექტემბერს ლაციოს დაუპირისპირდება, 27 სექტემბერს რომა – იუვენტუსის შეხვედრა გველის, ინტერი კი სახლში ფიორენტინას მიიღებს.
რომასთან მატჩის შემდეგ, იუვენტუსი საკუთარ მოედანზე ნაპოლის მიიღებს, ინტერი კი რომში ლაციოს დაუპირისპირდება, ეს მატჩები 4 ოქტომბერს გაიმართება.
პირველი Derby della Madonnina მეოთხე ტურში გაიმართება, მეორედ კი მილანი და ინტერი ერთმანეთს 21 თებერვალს დაუპირისპირდებიან.
მილანური დერბის გარდა, მე-4 ტურში ნაპოლი და ატალანტა შეერკინებიან, 8 ნოემბერს კი იუვენტუსი რომში ლაციოს ესტუმრება.
პირველი ტურინული დერბი 6 დეკემბერს, იუვენტუსის სტადიონზე გაიმართება, მეორე მატჩი კი გუნდებს შორის 3 აპრილს ჩატარდება.
მილანი იუვეს სან სიროზე 6 იანვარს მიიღებს, განმეორებითი მატჩი 9 მაისს გაიმართება, მე-17 ტურში კი რომა სტადიო ოლიმპიკოზე ნერაძურის მიღებს.
მომავალი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ჯახი იუვენტუსსა და ინტერს შორის მე-18 ტურში გაიმართება, იმავე ტურში რომაული დერბი იქნება, განმეორებითი მატჩი კი 16 მაისს ჩატარდება.