Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

არგენტინელი ფეხბურთის ლეგენდა და სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ლეგენდარული ფეხბურთელი საავადმყოფოში საიუბილეო დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში გადაიყვანეს და მას ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინდა.

მარადონამ ოპერაცია წარმატებით გადაიტანა და ის მკურნალობას სახლში, ბუენოს აირესში აგრძელებდა, მაგრამ დღეს დილით მას გულის შეტევა ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.