Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიეგო სიმეონეს მთავარი მოთხოვნა ლაუტარო მარტინესია…

დიეგო სიმეონე, რომელმაც ატლეტიკოს ლა ლიგის ტიტული მოაგებინა, ძალიან მალე მადრიდულ გრანდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ესპანური მედიის ინფორამციით, მისი მთავარი სატრანსფერო მოთხოვნა თანამემამულე ლაუტარო მარტინესი იქნება.

ინტერის პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა დღეს მიცემულ ინტერვიუში (სრული ინტერვიუ იხილეთ აქ) განაცხადა, რომ გუნდს ზაფხულში ტრანსფერებით ფულის გამომუშავება სჭირდება, ამიტომ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ნერაძური ლაუტაროს გაასხვისებს.

ესპანური გამოცემა AS-ს მტკიცებით, ინტერი მზად არის ლაუტარო მარტინესს 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს, რაც გუნდს საკმარის თანხას მოუტანს, რომ სხვა ვარსკვლავები აღარ გაყიდოს.