Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიმარკოს აგენტი:“ ფედერიკო ინტერში დარჩება“

ინტერის საკუთრებაში მყოფი ფედერიკო დიმარკოს აგენტმა, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით ვერონას რიგებში გაატარა, ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

23 წლის ფეხბურთელმა ივან იურიჩის გუნდში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და 5 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

„ფედერიკოს ვერონაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მან საჭირო სათამაშო დრო მიიღო და თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

„ვფიქრობ, რომ მისი კარგი თამაში არც ინტერს გამოპარვია, ამიტომ ის ახლა ნერაძურის რიგებს დაუბრუნდება და დარწმუნებული ვარ, რომ იქ დარჩება.“

გათიშვა