Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიმარკოს ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

იტალიურ მედიაში ინტერის უკანახაზელის ფედერიკო დიმარკოს ახალი კონტრაქტი დეტალები გახმაურდა, რომელმაც გუნდთან ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ინტერის აკადემიის აღზრდილი, რომელიც ძველი კონტრაქტის მიხედვით წლიურად 600,000 ევროს იღებდა, ახალი ხელშეკრულების მიხედვით სეზონში ბონუსების ჩათვლით 1.6 მილიონ ევროს აიღებს, რომელიც ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება და მაქსიმუმს ბოლო სეზონში მიაღწევს, როდესაც ის 1.9 მილიონს მიიღებს.