Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიმარკო ინტერთან კონტრაქტს დღეს გაახანგრძლივებს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ინტერის უკანახაზელი ფედერიკო დიმარკო ბენეამატასთან კონტრაქტს დღეს გაახანგრძლივებს.

InterNews-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი უკვე ინტერის სათაო ოფისში იმყოფება, სადაც ის გუნდთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის თანახმადაც იტალიელი მარცხენა მცველი ბენეამატას ღირსებას 2026 წლის ზაფხულამდე დაიცავს.