Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დინამოს მწვრთნელი:“ მილანი დიდებული გუნდია, ლეაუ თუ სტერლინგი ?…“

ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, ზაგრების დინამოს თავკაცმა ანტე ჩაჩიჩმა როსონერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„როდესაც შენ მარცხდები, კმაყოფილი ვერასოდეს იქნები, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მეტოქე დიდებული გუნდი იყო, რომელმაც გამარჯვება დაიმსახურა, ჩვენ მათ უნდა მივულოცოთ.

„ჩვენ ვცდილობდით, რომ უფრო მეტად შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ მილანმა ჩვენ ამის საშუალება არ მოგვცა. ისინი იტალიის ჩემპიონები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში ძალიან დიდი ხარისხი აქვთ, რაც გამოჩნდა კიდეც.

„მილანი ძალიან კომპაქტური, სწრაფი გუნდია, მათ შესანიშნავი მარცხენა ფლანგი ჰყავთ, რომელთა წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.

„რომელს ვამჯობინებდი, ლეაუს თუ სტერლინგს ? ამ მომენტისთვის მე ლეაუ მირჩევნია, ის უდიდესი ტალანტია და დარწმუნბული ვარ, რომ წინ შესანიშნავი კარიერა ელოდება.“