Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დინამო კიევი – იუვენტუსი პრევიუ

სერია ა-ს ჩემპიონები კიევში ჩაფრინდნენ და ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის პირველ თამაშს ადგილობრივ დინამოსთან გამართავენ. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და თამაშს რუმინელი არბიტრი, ოვიდიუ ჰატეგანი გაუძღვება.

იუვენტუსს კრიშტიანუ რონალდუს გარეშე არც თუ ისე კარგი პერიოდი უდგას და ბოლო ტურშიი აუტსაიდერი კროტონეს დამარცხება ვერ მოახერხა, დინამომ კი უკრაინის პრემიერ ლიგა 2-ქულიანი სხვაობით მოიგო.

ანდრეა პირლოსთვის დღეს ევროპულ ფეხბურთში სადებიუტო შეხვედრა იქნება და მისი მოწინააღმდეგე მირჩა ლუჩესკუ გახლავთ, მწვრთნელი, რომელმაც 25 წლის წინ ანდრეას შესანიშნავ კარიერას ჩაუყარა საფუძველი.

პირლომ სერია ა-ს პირველ მატჩში მონაწილეობა 1995 წელს, 16 წლის ასაკში მიიღო ბრეშას შემადგენლობაში, რომელსაც სწორედ ლუჩესკუ წვრთნიდა.

ეს იუვენტუსისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 21-ე სეზონი იქნება, რომელთაგანა 18-ში ტურინელებმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს.

კრიშტიანუ რონალდუს არყოფნაში, იუვე ფედერიკო კიეზას, დეიან კულუსევსკის და ალვარო მორატას იმედზეა. ჯერჯერობით უცნობია, მზად არის თუ არა დიბალა მოედანზე გამოსასვლელად, თუმცა საბედნიეროდ ის განაცხადშია.

დინამო კიევის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:
ბუშჩანი, კედზიორა, ზაბარნი, მიკოლენკო, კარავაევი, ბუიალსკი, სიდორჩუკი, შაპარენკო, ციჰანკოვი, დე პენა, სუპრიაჰა.

იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:
შესნი, დანილო, ბონუჩი, კიელინი, ბერნარდესკი, ბენტაკური, არტური, კუადრადო, კულუსევსკი, მორატა, კიეზა.